spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარისამართალიკახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის...

კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, დაკავებულია სამი პირი, რომელთაგანაც ერთი უცხოეთის მოქალაქეა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ, საზღვარგარეთ დამზადდა ყალბი მინდობილობა, რომლითაც მესაკუთრე თითქოსდა ანიჭებდა უფლებამოსილებას ერთ-ერთ ბრალდებულს მოეხდინა მისი მიწის ნაკვეთის გასხვისება. აღნიშნული ყალბი მინდობილობის საფუძველზე გაფორმდა კახეთის რეგიონში მდებარე 2 710 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ფიქტიური ხელშეკრულება, რომელიც რეგისტრაციის მიზნით წარადგინეს „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“.

საგამოძიებო სამსახურის მიერ ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად აცილებულ იქნა მიწის მესაკუთრისათვის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანის მიყენების შესაძლებლობა.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე და 19-180-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

ბოლო სიახლეები