spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიბიზნესი2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 11.5 პროცენტით შემცირდა

2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტი 11.5 პროცენტით შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 2 847.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 6.7 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 45.4 პროცენტს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 11.5 პროცენტით შემცირდა და 1 293.2 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა. 2024 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 72.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 271.2 მლნ. აშშ დოლარით, თურქეთი – 217.2 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 129.6 მლნ. აშშ დოლარით.

საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ყურძნის ნატურალური ღვინოები არის წარმოდგენილი 156.1 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 12.1 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 142.9 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები, 101.6 მლნ. აშშ დოლარით.

ბოლო სიახლეები