spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარისამართალივახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

ვახტანგ გომელაური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელთან – დიმიტრიოს კარაბალისთან გაცნობითი სახის შეხვედრა გამართა. ვახტანგ გომელაურმა დიმიტრიოს კარაბალისს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ერთადერთ ქმედით საერთაშორისო მექანიზმს წარმოადგენს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეების უკანონო დაკავებების საკითხი განიხილეს.

ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა საქართველოში რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის ფონზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები