spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაკახა კალაძე: საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან,...

კახა კალაძე: საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს

თბილისის საკრებულოში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის ირგვლივ შექმნილი აჟიოტაჟი პოლიტიკური ნარატივია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია მიზანმიმართულად ცდილობს აღნიშნული მიმართულების დისკრედიცატიას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

„ე.წ. ოპოზიცია ახორციელებს კამპანიას, თითქოს მშენებლობა და განვითარება ერთგვარი დანაშაულია. თან ამას ამბობენადამიანები, რომელთა დამსახურებაა ყველა ის უბედურება,რაც კი ქალაქსდაემართა. დედაქალაქის განვითარება განაშენიანების რეგულირების გენერალური გეგმის მიხედვით ხდება. შესაბამისად, გენერალური გეგმის ერთ-ერთი კომპონენტი ქალაქის ცენტრში არსებული სივრცეებია, რომლებიც ცარიელია და უნდა განვითარდეს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნახოს, ყველა პროექტთან დაკავშირებით, რომელიც საკრებულოში იყო წარდგენილი, რა მოთხოვნები და ვალდებულებებია გაწერილი, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. მხოლოდ პოლიტიკური ნარატივია, რომ მშენებლობა ცუდია, დანაშაულია და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თმით, დედაქალაქის ხელისუფლება ბიზნესის წარმომადგენლებს პარტიული კუთვნილების მიხედვით არ არჩევს.

„არის ნარატივი, რომ კონკრეტული სამშენებლო კომპანიები პარტია „ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან და როგორ შეიძლება  მისმა მხარდამჭერებმა აღნიშნული პროექტებიგანახორციელონ.ეს „ნაცური“ ნარატივი, უფრო სწორად, ლიბერალიზმით შენიღბული ფაშიზმია, რომელიც, სამწუხაროდ, ქვეყანაში გვაქვს. საბა ბუაძის ლოგიკით, უნდა გავუშვათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მამუკა ხაზარაძესთან, რომელსაც დიდი ბიზნესი აქვს ამ მიმართულებით და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიების განაშენიანებას კანონიერად ახორციელებს, უნდა ჩამოვართვათ ყველაფერი. ეს არის საბა ბუაძისეული აზროვნება.  არ იფიქროთ, დანარჩენებს მასზე მეტი გონებრივი შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ერთნაირია. როდესაც ისინი ხელისუფლებაში იყვნენენ,ეს დამოკიდებულება ჰქონდათ. ვერც იაზრებთ, რატომ ხართ იქ, სადაც ხართ. მერწმუნეთ, ასე იქნებით მანამ, სანამ სწორ ანალიზს არ გააკეთებთ, თუ რა უბედურება მოუტანეთ ხალხს. დღეს კი იმყოფებით ოპოზიციაში დასაზოგადოებასაჩვენებთ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს.

„ჩვენ არ და ვერ გავაჩერებთ ქალაქის აღმშენებლობას, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ ისე, როგორც აკეთებდით თქვენ. საუკეთესო მაგალითი იმისა, როგორ არ უნდა მოექცე საკუთარ ქალაქს არის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს. თქვენ მიერ გასხვისებული სკვერების, სპორტული მოედნების გამოსყიდვა მუნიციპალიტეტს უზარმაზარი თანხები უჯდება. ის, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება ორნიშნა რიცხვით იყო, ამაში სამშენებლო სექტორს დიდი როლი აქვს, ზუსტად ამას ებრძვიან ისინი. საკრებულოს იმ წევრებს კი, რომლებმაც წარდგენილ პროექტებს მხარი დაუჭირეს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ბოლო სიახლეები