spot_img
Saturday, April 19, 2025
11.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაპრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით საფრანგეთში გაემგზავრა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოს მთავრობის გვერდის ავლით საფრანგეთში გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილს საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით მთავრობისთვის არ მიუმართავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 10 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტთან, ალან ბერსესთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს პანელის მუშაობაში, რომელიც კონფლიქტებისა და კრიზისების საკითხებს განიხილავს.

სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში ვიზიტის შესახებ 8 ნოემბერს განაცხადა.

„პარიზის მშვიდობის ფორუმი“ 10-11 ნოემბერს გაიმართება.

 

ბოლო სიახლეები