spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაგიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.

მინისტრმა პედაგოგებთან ერთად ზოგადი განათლების მიმართულებით სხვადასხვა აქტუალური საკითხი განიხილა, მათი პოზიციები მოისმინა და სკოლებში არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე იმსჯელა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მასწავლებლებს შესაძლებლობა მიეცათ, მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია უშუალოდ მინისტრისგან მიეღოთ.

შეხვედრის ფარგლებში საუბარი შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს როგორებიცაა – მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, კარიერული წინსვლის ხელშეწყობა, მათი სახელფასო პოლიტიკის გაუმჯობესება და სხვა.

ამილახვარის ინიციატივით მასწავლებლებთან შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება, რათა პედაგოგთა წინაშე არსებულ პრობლემებზე მოხდეს დროული რეაგირება და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მათი აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა.

ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები