spot_img
Wednesday, December 25, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკააშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი: უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ზედა პალატის, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ევროკომისიის 8 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას განცხადებით ეხმაურება და მიიჩნევს, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

„კარგი ახალი ამბავი. ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს და ასევე საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროატლანტიკურ ოჯახს მიეკუთვნებიან“, – ნათქვამია სენატის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები