spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან: სკოლაში ინფრასტრუქტურა ძირითადად მოწესრიგებულია,...

ახალქალაქის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან: სკოლაში ინფრასტრუქტურა ძირითადად მოწესრიგებულია, თუმცა ასაშენებელია სპორტული დარბაზი და შესაცვლელია შენობის სახურავი

სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორის, გალია ირიციანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მეზობელი სოფლების – თოთხამისა და კორხის საჯარო სკოლები გაერთიანდა და თავად გახდა შერწყმული საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი პირი, ერთ-ერთ პირველ პრიორიტეტად ინფრასტრუქტურის განვითარება მიიჩნია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

სომხურენოვანი საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, კორხის საჯარო სკოლა, რომელთანაც თოთხამის გაუქმებული სკოლა გააერთიანეს, ინფრასტრუქტურის მხრივ, ძალზე არასახარბიელო მდგომარეობაში იყო და დაუყოვნებლივ საჭიროებდა ჩარევას.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

გალია ირიციანის განცხადებით, სკოლაში ბევრი რამ მოწესრიგდა, თუმცა დარჩენილია სპორტული დარბაზის მშენებლობა  და სკოლის სახურავის შეცვლა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლა

„ჩემი კორხის საჯარო სკოლის დირექტორად დანიშვნისას შენობის გარე და შიდა იერსახე სავალალო მდგომარეობაში იყო: დანგრეული იყო კედლები, არ იყო საპირფარეშო, იატაკი ჩავარდნილი იყო, საკლასო ოთახებში კვამლის სუნი იდგა, რადგან ზამთრის სეზონზე გასათბობად შეშას ვიყენებდით. დროთა განმავლობაში შეიცვალა მდგომარეობა უკეთესობისკენ. 33 000 ლარი გამოიყო სამინისტროს მიერ  შიდა სარემონტო  სამუშაოებისთვის, 10 000 ლარი დაიხარჯა სკოლის ბიუჯეტიდან და აშენდა საპირფარეშო, გაკეთდა ცენტრალური გაზის გათბობა, ახალი ელექტროგაყვანილობა, სახანძრო უსაფრთხოება, დამონტაჟდა გარე და შიდა ვიდეო კამერები, გაკეთდა მინი სტადიონი, სადაც  სპორტის გაკვეთილები ტარდება; გაკეთდა  სამედიცინო კაბინეტი, მთლიანად შეიცვალა სასკოლო ავეჯი, ასევე დაგეგმილია სპორტული დარბაზის მშენებლობა  და სკოლის სახურავის შეცვლა“, – განუცხადა GUARDIANGE-ის გალია ირიციანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლა
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ეზო და მიმდებარე ტერიტორია

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მინი სტადიონი და მიმდებარე ტერიტორია

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მინი სტადიონი და ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მინი სტადიონი
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის შენობა და ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ეზოში ფოთლოვანი ხეები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია

დირექტორის ინფორმაციით, მისი სკოლის ხელმძღვანელ პირად დანიშვნის დროს მოსწავლეთა რაოდენობა 48-ს შეადგენდა, ახლა კი 83-ია, და ეს იმ პირობებში, როდესაც სოფლებიდან მიგრაციის პროცესი ბოლო წლებში მაღალია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მოსწავლეები სკოლაში შესვლის პერიოდში
GUARDIANGE-ის ფოტოზე: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელი კორხი

„ზოგადად, მიგრაცია დიდი პრობლემაა რეგიონში და ამის მიზეზი სამუშაო ადგილების არარსებობაა. მოსახლეობა ძირითადად სოფლის მეურნეობით არის დაკავებული, თუმცა პრობლემას წარმოადგენს ის, რომ თავიანთი პროდუქტების გასაღებას ვერ ახერხებენ შესაბამის ფასში. მიგრაციის შესაჩერებლად საჭიროა სამუშაო ადგილების შექმნა“, – აღნიშნა გალია ირიციანმა და დაამატა, რომ ამ დროისთვის სკოლაში 19 პედაგოგია დასაქმებული – მათგან 15 უფროსია, 3 პრაქტიკოსი, 1 მაძიებელი.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის შენობა და ეზო
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან პედაგოგებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან -ხელმარჯვნივ- პედაგოგთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან პედაგოგებთან ერთად
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები
GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები

„ჩემი აზრით, საგნობრივი გამოცდების ჩაბარება კარგია, მაგრამ ცუდია ის, რომ დაწყებითი კლასების კომბინირებული გამოცდა არ არის ჩვენს მშობლიურ ენაზე, რაც გარკვეულ პრობლემებს გვიქმნის“, – უთხრა GUARDIANGE-ის გალია ირიციანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან -ხელმარცხნივ – და ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე – ხელმარჯვნივ

იგი კორხის საჯარო სკოლაში ქართული ენის სწავლების დონეს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ  ქართულის, როგორც მეორე ენის პედაგოგები მაქსიმალურად იხარჯებიან იმისათვის, რათა მოსწავლეებმა სახელმწიფო ენის კარგად შესწავლა შეძლონ.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

„სკოლაში გვყავს ქართულის, როგორც მეორე ენის სამი საუკეთესო პედაგოგი, რომლებიც ყველანაირად გვერდში უდგანან სკოლას, კოლექტივს, სოფელს, მოსწავლეებს, რომელთა გავლენაც იგრძნობა ჩვენს კურსდამთავრებულებზე. თუკი წლების წინათ მათი უმრავლესობა ქვეყნის გარეთ მიდიოდა სასწავლებლად, ახლა უკვე საქრთველოს უნივერსიტეტებში განაგრძობენ სწავლას და დამთავრების შემდეგ  სამსახურებშიც ეწყობიან.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის წამყვანი მასწავლებელი ლალი კობაიძე – მასზე სტატიას ახლო მომავალში შემოგთავაზებთ

„ჩვენს სკოლას და სოფელს ძალიან კარგი მიღწევები აქვს სპორტში. სკოლაში გაკეთებული გვაქვს სპეციალური სტენდი, სახელწოდებით – „ჩვენი მიღწევები“ – რაც ასახავს სოფლის და ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიღწევებს სპორტის სხვადასხვა სახეობაში, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით იმართება ყოველწლიურად.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მიღწევები სპორტში

„ასევე, ჩვენი ქართული ენის პედაგოგებთან ერთად დაგეგმილი გვაქვს მეგობრული შეხვედრები ახალციხის რაიონის სკოლებთან.“, – აღნიშნა გალია ირიციანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის მასწავლებლები ფოტოს გადაღებისას

გალია ირიციანი სერტიფიცირებული დირექტორია, თუმცა 2023 წელს გამოცხადებულ დირექტორობის მსურველთა გასაუბრებაში მონაწილეობა არ მიუღია და ამჟამად კორხის საჯარო სკოლის დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელია.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

„2011 წელს წარმატებით ჩავაბარე საჯარო სკოლის დირექტორობის უფლების მოსაპოვებელი გამოცდა და სერტიფიცირებული დირექტორი გავხდი. ასევე, ჩაბარებული მაქვს საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა გეოგრაფიასა და ეთნიკური უმცირესობების ენაში – სომხურში და მონიჭებული მაქვს უფროსი მასწავლებლის სტატუსი გეოგრაფიაში, ვასწავლი ბავშვებს, რადგან ჩემი სურვილია, დირექტორობის პარალელურად, დრო დავუთმო მოსწავლეთა აღზრდასა და განვითარებას“, – განაცხადა გალია ირიციანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

კორხის საჯარო სკოლის დირექტორმა განაცხადა, რომ ქართული ენის შესწავლა გვიან მოუწია, რაც რთული იყო, თუმცა დაამატა, რომ სურვილის შემთხვევაში „შეუძლებელი არაფერია“.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

„მიმაჩნია, რომ ადამიანმა უნდა იცოდეს იმ ქვეყნის სახელმწიფო ენა რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს. ჩვემა პედაგოგებმა საშუალო დონეზე იციან ქართული. გაიარეს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ტრენინგები და მიიღეს შესაბამისი დამადსტურებელი სერტიფიკატები. მეც, შესაბამისად, მათთან ერთად გავიარე ტრენინგები და ვსაუბრობ ქართულად. მართალია, რთული იყო, მაგრამ მაინც შევძელი. შეუძლებელი არაფერია“, – უთხრა GUARDIANGE-ის გალია ირიციანმა.

GUARDIANGE-ის ფოტოზე: სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციან

გალია ირიციანის მოკლე ბიოგრაფია

დაიბადა 1963 წლის 5 იანვარს სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ თოთხამში. 1980 წელს დაამთავარა საშუალო სკოლა, 1980-83 წწ. სწავლობდა ერევნის აქსელ ბაკუნცის სახელობის ტექნიკუმში.1983 წელს მუშაობა დაიწყო თოთხამის 9-წლიან სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად. 1997 წელს სწავლა განაგრძო ერევნის მოვსეს ხორენაცის სახელობის უნივერსიტეტში  დაუსწრებელ განყოფილებაზე, რომელიც 2000 წელს დაამთავრა. 2004 წელს დაინიშნა თოთხამის საბაზო სკოლის დირექტორად. 2010 წელს მოხდა სკოლების ოპტიმიზაცია, რის შედეგადაც თოთხამის სკოლა კორხის საჯარო სკოლას შეუერთდა. 2010 წლიდან დღემდე,  გალია ირიციანი კორხის საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მუშაობს.

ბოლო სიახლეები