spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს უყარეს კენჭი, თუმცა პრეზიდენტის გადაყენებისთვის საჭირო ხმები ვერ მოგროვდა და შესაბამისად, იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა.

სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენებას 86-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ხოლო ერთი წინააღმდეგ წავიდა. კენჭისყრა ფარული იყო. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის ორი მესამედის, 100 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა.

ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, დარბაზში არ იმყოფებოდა.

ბოლო სიახლეები