spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს

ისრაელი ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმებს ახორციელებს

კვამლი ამოდის ისრაელის არმიის პოზიციიდან, რომელსაც „ჰეზბოლას“ ტერორისტული დაჯგუფება დაესხა თავს, როგორც ეს ჩანს სოფელ ტეირ ჰარფადან, სამხრეთ ლიბანიდან. 18 ოქტომბერი 2023. (AP ფოტო/ჰუსეინ მალა)

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებს უტევს. მას დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ლიბანური ტელეკომპანია Al Mayadeen-ი იტყობინება, რომ ხუთშაბათს, გამთენიისას, ისრაელის საჰაერო დარტყმების სამიზნე სამხრეთ ლიბანში მდებარე ორ სოფელი იყო და რაკეტები კაფრ შუბასა და ოდაისეს მახლობლად გაისროლეს.

„ჰეზბოლამ“ განაცხადა, რომ ოთხშაბათს, ისრაელისა და ლიბანის საზღვრის გასწვრივ, ისრაელის სამხედრო პოსტებზე განახორციელა თავდასხმები.

„ჰეზბოლა“ – ისევე როგორც „ჰამასი“ – დიდი ბრიტანეთის, ამერიკის შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა ქვეყნის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის მიჩნეული.

ირანის მიერ მხარდაჭერილ „ჰეზბოლას“ მძლავრი სამხედრო და პოლიტიკური წარმომადგენლობა ჰყავს ლიბანში და  საკმაოდ დიდ ძალაუფლებას ფლობს ქვეყანაში ისე, რომ არ ჰყავს ფუნქციონირებადი მთავრობა ან პრეზიდენტი. 2006 წელს მან დამანგრეველი ომი დაიწყო ისრაელთან, რამაც 1200 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ამასობაში, ეგვიპტის პრეზიდენტი დათანხმდა ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ღაზას სექტორში რაფაჰის გადასასვლელის გახსნას, სადაც ასობით სატვირთო ავტომანქანა დგას.

„ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ალ-სისი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეთანხმდნენ ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მდგრად მიწოდებაზე რაფაჰის ტერმინალის გავლით“, – ნათქვამია ეგვიპტის პრეზიდენტის პრესსპიკერის, აჰმედ ფაჰმის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები