spot_img
Monday, June 16, 2025
18.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოისრაელის მიერ თეირანში სამხედრო მაღალჩინოსნის მოკვლის შემდეგ, ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო დარტყმები...

ისრაელის მიერ თეირანში სამხედრო მაღალჩინოსნის მოკვლის შემდეგ, ირანმა ისრაელზე ახალი სარაკეტო დარტყმები განახორციელა

GUARDIANGE – ირანის მიერ ისრაელზე ორშაბათ ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა და პარასკევის, 13 ივნისის შემდეგ დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად 13 ივნისიდან დღემდე სულ მცირე 224 ადამიანია მოკლული.

დაბლა Reuters-ის ფოტოებზე ჩანან ისრაელის სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ირანის სარაკეტო თავდასხმების ადგილას 16 ივნისს, გამთენიისას, სამაშველო სამუშაოებს ატარებენ.

Heavy damage to a building, with dozens of rescue workers standing near it.Reuters
A heavily damaged building with rescue workers nearbyReuters
Rescue workers survey a fire after a missile attackReuters
ირანის ახალი საჰაერო დარტყმები 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანის შეიარაღებული ძალების სადაზვერვო სამსახურის უფროსის მკვლელობას მოჰყვა – მოკლულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის დაზვერვის უფროსი, გენერალი მოჰამედ კაზემი. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, 15 ივნისს ისრაელის მიერ ირანზე მიტანილი იერიშის შედეგად კაზემი, მისი მოადგილე ჰასან მოჰაკეკი და გენერალი მოჰსენ ბაღერი დაიღუპნენ.

უფრო ადრე, წინა დღით, ისრაელის სამხედროებმა ირანის თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინაზე, თეირანში, ავიაიერიშები განახორციელა.

დაბლა ფოტოებზე: როდესაც ორშაბათს ისრაელში მზე ამოდიოდა, თელ-ავივის მცხოვრებლები დაზიანებების შეფასებას და ირანის მიერ ღამით განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შემდეგ ახლობლების ძებნას განაგრძობდნენ.

Israeli first responders enter a damaged building after an Iranian missile strike on central Tel Aviv, Israel on Monday.
A street in Tel Aviv is covered in debris as emergency workers search the area after an Iranian missile strike on Monday.
A building was destroyed in central Tel Aviv by Iran's missile strikes on Monday.
A damaged car is seen on the street in front of a damaged building in the Israeli city of Petah Tikva, east of Tel Aviv, on Monday.
People walk past a damaged shop following an Iranian missile strike on central Tel Aviv, Israel on Monday.
Israeli security personnel and first responders inspect an area hit by an Iranian missile strike on central Tel Aviv on Monday.

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე თავდასხმების ფართო სერია“  განახორციელეს თეირანის რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, ბირთვული პროგრამის შტაბ-ბინებზე და დამატებით სამიზნეებზე, ასევე ბირთვული არქივების სამალავზე, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ ადრე იუწყებოდა, რომ დარტყმამ მცირე დაზიანება მიაყენა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას. „ტასნიმის“ ცნობით, ამავე ტერიტორიაზე ასევე დარტმა მიაყენეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციას.

ორ ქვეყანას შორის თავდასხმების განახლებული ტალღის შემდეგ, ირანი დაიმუქრა, რომ გააძლიერებდა თავდასხმებს, თუ ისრაელი გააგრძელებს საომარ მოქმედებებს. ეს განცხადება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გააკეთა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მხარეებმა შეთანხმება უნდა დადონ, მაგრამ ირანმა დასძინა, რომ იგი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების გამართვას არ დათანხმდება იმ პირობებში, ვიდრე თავდასხმების ქვეშ იმყოფება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „აქ საკითხი დეესკალიაციას კი არ ეხება“, არამედ იმას, რომ შეაჩერონ ირანი ბირთვული შესაძლებლობების განვითარებისაგან.

ბოლო სიახლეები