ირანის მიერ ისრაელზე კვირა ღამით განხორციელებული დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა რვამდე გაიზარდა. ცენტრალურ ისრაელში დაღუპულ ოთხ ადამიანს შორის, ერთ-ერთი 10 წლის ბავშვია.
ისრაელის ეროვნული საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, საჰაერო დარტყმის შედეგად ასევე გარდაიცვალა 60 წლის ქალი, 80 წლის ქალი და გოგონა, რომლის ასაკიც არ დასახელებულა.
ამას ემატება ისრაელში მანამდე დაღუპული სამი ადამიანი და სულ მცირე 78 ადამიანი, რომლებიც ირანში ისრაელის დარტყმების შედეგად დაიღუპნენ, როგორც ეს ორივე ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა.
ამასთან, დაახლოებით 140 ადამიანი დაიჭრა ისრაელის ცენტრალურ ნაწილში ორ სხვადასხვა ადგილას.
ისრაელის ქალაქ ბატ იამში, სადაც შენობები პირდაპირი სამიზნე იყო, საგანგებო სიტუაციების სამსახურის მიერ დიდი მასშტაბის რეაგირების ოპერაცია მიმდინარეობს.
ეს არის უახლესი ფოტომასალა ისრაელის ქალაქებზე – ბატ იამსა და რეჰოვოტზე ირანის თავდასხმის შემდეგ

Rescuers – მაშველები ბატ იამში ეხმარებიან იმ მცხოვრებლებს, რომლებიც დარტყმის შედეგად დაშავდნენ.





ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე თავდასხმების ფართო სერია“ განახორციელეს თეირანის რამდენიმე სამიზნეზე, მათ შორის თავდაცვის სამინისტროს შენობაზე, ბირთვული პროგრამის შტაბ-ბინებზე და დამატებით სამიზნეებზე, ასევე ბირთვული არქივების სამალავზე, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ტასნიმი“ ადრე იუწყებოდა, რომ დარტყმამ მცირე დაზიანება მიაყენა თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ შენობას. „ტასნიმის“ ცნობით, ამავე ტერიტორიაზე ასევე დარტმა მიაყენეს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვითი ინოვაციებისა და კვლევის ორგანიზაციას.
ორ ქვეყანას შორის თავდასხმების განახლებული ტალღის შემდეგ, ირანი დაიმუქრა, რომ გააძლიერებდა თავდასხმებს, თუ ისრაელი გააგრძელებს საომარ მოქმედებებს. ეს განცხადება ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფისმა გააკეთა.
„ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების შეტევითი ოპერაციები გაგრძელდება უფრო დიდი ძალით და მასშტაბით, თუ ეს საომარი მოქმედებები და აგრესიები გაგრძელდება“, – განაცხადა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა.
მიუხედავად იმისა, რომ ირანმა ბოლო წლებში ურანის გამდიდრება მნიშვნელოვნად განავითარა, თეირანმა არაერთხელ განაცხადა, რომ მისი ბირთვული პროგრამა მშვიდობიანი მიზნებისთვისაა განკუთვნილი და უარყო, რომ ატომურ ბომბს ქმნის.
GUARDIANGE