spot_img
Saturday, April 19, 2025
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაანჯეი დუდა: ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს… ახალი არჩევნები, ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი...

ანჯეი დუდა: ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს… ახალი არჩევნები, ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან

ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, ახალი არჩევნები ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ. დავარწმუნე ქალბატონი პრეზიდენტი ჩემს მტკიცე მხარდაჭერაში მისი ლიდერობისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი. ქართველ ხალხს აქვს ხელშეუვალი უფლება, იაროს გაერთიანებული ევროპისკენ. ახალი არჩევნები, ეუთო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, არის გამოსავალი არსებული კრიზისიდან“, – წერს დუდა.

ბოლო სიახლეები