spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოდონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ და...

დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს შეაჩერებს „ტრანსგენდერულ სიგიჟეს“ და ასევე, დაიწყებს ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, თეთრ სახლში მეორე ვადით მუშაობის შედგომიდან პირველივე დღეს შეერთებული შტატების ისტორიაში ამ დრომდე არნახული მასშტაბის დეპორტაციის შესახებ აღმასრულებელი განკარგულების ხელმოწერას გეგმავს. ამის შესახებ ტრამპმა გამარჯვების შემდეგ მხარდამჭერებთან პირველ შეხვედრაზე, არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში განაცხადა.

„ოვალურ კაბინეტში შესვლიდან პირველივე დღეს, ხელს მოვაწერ მთელ რიგ ისტორიულ განკარგულებებს, რათა დავხურო ჩვენი საზღვარი არალეგალი მიგრანტებისთვის და შევაჩერო ჩვენს ქვეყანაში ეს შემოჭრა. ამავე დღეს, ჩვენ დავიწყებთ, ამერიკის ისტორიაში დეპორტაციის უმსხვილეს ოპერაციას, იმაზე დიდს, ვიდრე ეს პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროს იყო“, – თქვა დონალდ ტრამპმა.

2024 წლის საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, 78 წლის ტრამპი პირობას დებდა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ჩაატარებდა მასობრივი დეპორტაციის კამპანიას აშშ-ში მცხოვრები არალეგალი მიგრანტების წინააღმდეგ.

ტრამპმა ასევე, პირობა დადო, რომ პრეზიდენტობის პირველივე დღეს კალმის ერთი მოსმით შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს და აშშ-ის მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი.

არიზონას შტატის ქალაქ ფენიქსში „ამერიკის ფესტივალი 2024“-ის ღონისძიებაზე, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას მან განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე, პირველივე დღეს, ხელს მოაწერს აღმასრულებელ განკარგულებას არასრულწლოვანთა სქესის შეცვლის აკრძალვასთან დაკავშირებით და „შეაჩერებს ტრანსგენდერულ სიგიჟეს“. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სტივ ბენონი, ტაკერ კარლსონი, მეტ გეტცი და სენატორი ტედ კრუზი.

„პირველივე დღიდან, ჩემი კალმის ერთი მოსმით, შევაჩერებთ ამ ტრანსგენდერულ სიგიჟეს. მე ხელს მოვაწერ აღმასრულებელ განკარგულებებს ბავშვთა სქესობრივ დასახიჩრებაზე, ტრანსგენდერს მოვაშორებ შეიარაღებული ძალებიდან, დაწყებითი, საშუალო და დამამთავრებელი კლასებიდან“, – განაცხადა ტრამპმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ აკრძალავს ქალთა სპორტულ სახეობებში მამაკაცების მონაწილეობას.

„ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, შეერთებული შტატების მთავრობის ოფიციალური პოლიტიკა იქნება, რომ არსებობს მხოლოდ ორი სქესი – მამრობითი და მდედრობითი. ძალიან რთულად არ ჟღერს, არა?“ – აღნიშნა ტრამპმა.

GUARDIANGE

ბოლო სიახლეები