spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიორუსული სახელმწიფო მედია: სირიიდან გაქცეული ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია

რუსული სახელმწიფო მედია: სირიიდან გაქცეული ბაშარ ალ-ასადი მოსკოვშია

სირიის ყოფილი პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი დამასკოდან გაქცევის შემდეგ მოსკოვში იმყოფება, იუწყება რუსული სახელმწიფო მედია.

რუსეთი ასადის რეჟიმის მთავარი მოკავშირე იყო – ყოფილი პრეზიდენტი და მისი ოჯახი ახლა იქ მიიღებენ თავშესაფარს.

ასადი სირიიდან იმ დროს გაიქცა, როდესაც მეამბოხეთა დაჯგუფება დედაქალაქ დამასკოში შეიჭრა.

მეამბოხეების ლიდერმა აბუ მუჰამედ ალ-ჯულანიმ სიტყვით მიმართა გახარებულ ხალხს დამასკოს მეჩეთში.

ქუჩებში მოზეიმე სირიელები მომსწრე გახდნენ, თუ როგორ ძარცვავდნენ მათი თანამემამულეები ასადის ყოფილ რეზიდენციას. მათ ასევე მოისმინეს აფეთქებების ხმა დამასკოში. დაუდასტურებელი ცნობებით, ისრაელმა ქალაქის სამიზნეებზე იერიში მიიტანა, თუმცა ისრაელს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო სიახლეები