spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაზელენსკიმ ივანიშვილისა და მისი 19 თანამზრახველის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

ზელენსკიმ ივანიშვილისა და მისი 19 თანამზრახველის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილისა და მისი 19 თანამზრახველის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ბრძანებას.

ზელენსკი მოუწოდებს „ევროპას, აშშ-ს და მთელ მსოფლიოს ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად“.

„ახლახან ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომელიც აძლევს იურიდიულ ძალას უსაფრთხოების სამსახურის გადაწყვეტილებას სანქციებთან დაკავშირებით. სანქციები საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენელთა წინააღმდეგ, რომლებიც ქვეყანას პუტინს უთმობენ. რის გამოც ახლა საქართველოში არის საპროტესტო გამოსვლები. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმაც ახლა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ გააჟღერონ მიმდინარე მოვლენებზე. აუცილებელია აქტიურობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით. როცა უპრინციპოდ იქცევი და პრობლემაზე არ რეაგირებ, ქვეყანას ათწლეულების მოპოვებულ თავისუფლებას ართმევ. არ შეიძლება ამ რეგიონში არავის დაკარგვა. არც საქართველოსი, არც უკრაინის არც მოლდოვასი. ერთად უნდა დავიცვათ თავი რუსეთისგან. უკრაინამ მიიღო სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი 19 თანამზრახველის წინააღმდეგ, რომლებიც ყიდიან საქართველოს ინტერესებს და მოქალაქეებს. მოვუწოდებთ ევროპას, აშშ-ს და მთელ მსოფლიოს ასე მოიქცნენ და იმოქმედონ პრინციპულად“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია, რომ სანქციები დაუწესდება შემდეგ პირებს: ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე, გიორგი ლილუაშვილი, ჩინჩალაძე მიხეილი, ვახტანგ გომელაური, მდინარაძე მამუკა, ფარცხალაძე ოთარი, რუხაძე ირაკლი, მურუსიძე ლევანი, ჯაფარიძე ვიქტორი, სამხარაძე დიმიტრი, ხაინდრავა გიორგი, კობახიძე ირაკლი, კობახიძე გიორგი, შალამბერიძე ზვიადი, თადუმაძე შალვა, წულუკიანი თეა, ქარსელაძე ირაკლი, ბექაური კახა.

სიაში შეყვანილ პირებს ათი წლით გაეყინებათ უკრაინაში არსებული ფინანსური აქტივები, აეკრძალებათ უკრაინაში ბიზნესის წარმოება, შეეზღუდებათ უკრაინაში ჩასვლა, გაუუქმდებათ ვიზები, აეკრძალებათ უკრაინაში ქონებისა და მიწის შესყიდვა.

ბოლო სიახლეები