spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიUncategorizedპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენენ

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენენ

ფრაქცია „ქართული ოცნება” პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე საბიუჯეტო საკითხებიც განხილეს და მომდევნო დღეებში პრეზიდენტის არჩევნების თარიღიც ჩაინიშნება.

„ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები. მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები და ასევე მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნეს ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ. ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ხოლო მინისტრობის კანდიდატებზე განცხადების გაკეთების უფლება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აქვს.

„პრეზიდენტობის კანდიდატს რაც შეეხება, დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არც ერთი სიტყვა, ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არ აქვს არავის, გარდა ირაკლი კობახიძისა. სწორედ ის არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ბოლო სიახლეები