spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიUncategorizedბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ ირაკლი კობახიძეა წარდგენილი. ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი, რომ ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე, რაც, ბუნებრივია, პოლიტსაბჭოს მხრიდან სრულად იქნა მხარდაჭერილი“, – აღნიშნა მდინარაძემ.

მისივე თქმით, ჯერ პრეზიდენტობის კანდიდატზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, ხოლო მინისტრობის კანდიდატებზე განცხადების გაკეთების უფლება მხოლოდ ირაკლი კობახიძეს აქვს.

„პრეზიდენტობის კანდიდატს რაც შეეხება, დღეს ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, არც ერთი სიტყვა, ჯერ ვნახოთ. რა თქმა უნდა, ვერსიები არსებობს უამრავი, მაგრამ ტყუილად ნუ იმარჩიელებს ნურავინ. ჯერ ჩვენ პოლიტსაბჭოზეც კი ამაზე არ გვიმსჯელია. რაც შეეხება მინისტრობის კანდიდატებს, ცვლილება იქნება თუ არა, მოდით ეს ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორც კანონით არის გაწერილი დავუტოვოთ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი კობახიძეს. სულ რომ დეტალურად ვიცოდე ყველა კანდიდატის შესახებ, ამის თქმის უფლება არ აქვს არავის, გარდა ირაკლი კობახიძისა. სწორედ ის არის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, სხვას ამის თქმის უფლება არ აქვს“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ბოლო სიახლეები