spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაშალვა პაპუაშვილი: თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს...

შალვა პაპუაშვილი: თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს

თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომლებიც სხვანაირად ხედავენ საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, საია-ს საჩივარი 23-მა მოსამართლემ განიხილა და მხოლოდ ერთმა ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული.

„იცით, რომ საია იყო ფარულობის დარღვევაზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არჩევნების დღეს არ დაწერილა, იმ დღეს რაიმე განცხადებები არ მოგვისმენია, არჩევნებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდათ. საია-მ გაასაჩივრა ზოგადად ყველა უბანი, ყველა საოლქო კომისიაში და სასამართლოში, ისე, რომ რაიმე კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებია, მათ შორის არც სასამართლო პროცესზე, ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან. 23-მა მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში. 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ გუშინ ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. ამის შემდეგ, ეს 23-ვე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას.

ის, რომ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე და 22 გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს. სიმართლე გითხრათ, ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუკი მივყვებით ჩვენ ამ ლოგიკას, რომ ასეთი რამ ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და ბევრი სხვა ქვეყნის არჩევნები, სადაც პირდაპირ ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, შემოხაზული ბიულეტენიც ჩვეულებრივად გამოაქვთ და აგდებენ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში, სადაც ჩანს, რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა.

ბოლო სიახლეები