spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიომოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა

მოლდოვაში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამ ეტაპზე ხმების 98.06 პროცენტია დათვლილი და ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ იმარჯვებს – ხმათა 54.47 პროცენტით, მის კონკურენტს, ალექსანდრე სტოიანოგლოს კი, ხმათა 45.53 პროცენტი აქვს მიღებული.

ბიულეტენები სრულადაა დათვლილი მოლდოვის ტერიტორიაზე, სადაც ამომრჩევლების უმრავლესობამ მხარი ალექსანდრე სტოიანოგლოს დაუჭირა. მან ხმების 51,19 პროცენტი მიიღო, სანდუმ კი 48,81 პროცენტი, თუმცა არჩევნების საერთო შედეგზე  გარდამტეხი როლი ითამაშა ქვეყნის საზღვრებს გარეთ გახსნილ უბნებზე სანდუსადმი გამოხატულმა მაღალმა მხარდაჭერამ, რამაც მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება უზრუნველყო.

საზღვარგარეთ გახსნილი უბნების 81.82 პროცენტზე დათვლილი ხმების მონაცემებით, სანდუმ 81.89 პროცენტი მიიღო, ხოლო სტოიანოგლომ – 18.11 პროცენტი. ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა აშშ-ისა და კანადის კენჭისყრის შედეგები.

საერთო ჯამში, საარჩევნო აქტივობამ 54.2 პროცენტი შეადგინა, რაც 1.69 მილიონ ამომრჩეველს შეადგენს.

ბოლო სიახლეები