spot_img
Monday, December 23, 2024
9.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებალიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი „გვირილა“ შეუერთდა

ლიბერთის სოციალურ პროექტებს, მარკეტების ქსელი „გვირილა“ შეუერთდა

ლიბერთის ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, მარკეტების ქსელთან „გვირილა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, სოციალური ბარათის მფლობელები, ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერ შენაძენზე განსხვავებული, ე.წ. „საბითუმო ფასით“ ისარებლებენ.

ამასთან, მარკეტების ქსელი „გვირილა“ მომხმარებელს განსაკუთრებულად დაბალ ფასებთან ერთად ლოიალობის, კერძოდ „მეგობარი ბარათის“ დაგროვებით პროგრამას სთავაზობს. „მეგობარი ბარათის“ გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელს 5% ,,გვირილა ქულების“ სახით უბრუნდება და აღნიშნული „გვირილა ქულებით“ ნებისმიერი სარეალიზაციო პროდუქტის შეძენაა შესაძლებელი.

“ლიბერთი აგრძელებს უფროსი თაობის ადამიანებზე ზრუნვას. მრავალი წელია, ბანკი წარმატებით ახორციელებს სოციალურ პროექტებს, რომლებიც სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები და სოციალური ბარათის მფლობელებისთვისაა შექმნილი. ჩვენს გუნდს კარგად ესმის უფროსი თაობის ადამიანების მოთხოვნილებები და ამიტომ კიდევ უფრო ვაფართოვებთ მათ საჭიროებებზე მორგებულ შეთავაზებებს.

დღეს, ძალიან საინტერესო და სტრატეგიულად მნიშვნელოვან თანამშრომლობას ჩაეყარა საფუძველი. გაფორმდა მემორანდუმი მარკეტების ქსელთან ,,გვირილა” , რომლის ფარგლებში, ყველა ადამიანი, ვინც ლიბერთის სოციალურ ბარათს ფლობს, ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, ნებისმიერი პროდუქციის შეძენას ე.წ. “საბითუმო ფასით” შეძლებენ.

სოციალური პროექტების განვითარების სტრატეგიის ფარგლებში, ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მიმართულების ბაზრის ლიდერ კომპანიასთან. ჩვენი გუნდის ძალისხმევით და კომპანიების ჩართულობით, ვიმედოვნებთ, სულ მალე, სოციალური ბარათის მფლობელები, განსაკუთრებული შეღავათებით სარგებლობას მათთვის საინტერესო, კიდევ უფრო განსხვავებულ კატეგორიაშიც შეძლებენ” – დარეჯან მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი.

,, ჩვენი მთავარი საზრუნავია, მომხმარებლის ასორტიმენტული, ხარისხობრივი და საფასო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. კომპანიის განვითარების სტრატეგია რამდენიმე მიმართულებისგან შედგება და ლიბერთისთან ერთობლივი პროექტიც ამ სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოხარული ვართ, რომ ლიბერთის პარტნიორები გავხდით. ეს გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ უფრო მეტი სარგებელი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებლებს. პროექტის ფარგლებში, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელებს ,,საბითუმო ფასთან“ ერთად ,,მეგობარი ბარათის“ გატარებისას 5% უკან დაუბრუნდებათ. ლიბერთის სოციალური ბარათით და ჩვენი ,,მეგობარი ბარათით“ სარგებლობისას მომხმარებელს სხვადასხვა აქცია დახვდებათ.

„გვირილას“ ახალგაზრდა პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ვმუშაობთ, რომ იმედი არასოდეს გავუცრუოთ ჩვენს მომხმარებლებს და ჩვენს მიერ დაკავებული ნიშა, რომელიც “მარკეტი სახლთან ახლოს“ გულისხმობს, მოსახერხებელი და კომფორტული იყოს მომხმარებლებისთვის“ – გიორგი ტაბახმელაშვილი, მარკეტების ქსელი ,,გვირილას“ აღმასრულებელი დირექტორი.

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 4 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 5000 -ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით – 500- მდე მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.

მარკეტების ქსელი „გვირილა“ 350-ზე მეტი ფილიალით არის წარმოდგენილი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. კომპანია ბაზარზე 2022 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, თუმცა მიუხედავად დროის სიმცირისა, არსებულ მძაფრ კონკურენტულ გარემოში შეძლო დედაქალაქსა თუ სხვა რეგიონებში ბაზრის მოწინავე პოზიციის დაკავება როგორც ქსელის მასშტაბით, ასევე გაყიდვების მზარდი დინამიკით.

 

ბოლო სიახლეები