spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოგერმანელი ულტრა-მემარჯვენეები ქვეყნის აღმოსავლეთში გამართულ არჩევნებში „ისტორიულ“ გამარჯვებას ზეიმობენ

გერმანელი ულტრა-მემარჯვენეები ქვეყნის აღმოსავლეთში გამართულ არჩევნებში „ისტორიულ“ გამარჯვებას ზეიმობენ

GUARDIANGE – გერმანიის ანტიიმიგრაციული ულტრა-მემარჯვენე პარტია „ალერნატივა გერმანიისთვის“ ქვეყნის აღმოსავლეთ მხარეში, თიურინგიაში რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში „ისტორიულ წარმატებას“ ზეიმობს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის, ARD-ის პროგნოზის თანახმად, „ალერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების თითქმის მესამედი აქვს მოპოვებული – 32.8%, 9%-ით უსწრებს კონსერვატიულ „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ (CDU)-ს, რომელსაც 23.8% აქვს მიღებული და ბევრად უსწრებს გერმანიის სამ მმართველ პარტიას. მესამე ადგილზე ახლად დაფუძნებული მემარცხენე პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“ გავიდა – ხმების 15,5%-ით.

თუკი ეგზიტპოლის შედეგები ოფიციალურ მონაცემებს დაემთხვა, ეს იქნება ულტრამემარჯვენეების პირველი გამარჯვება რეგიონულ პარლამენტში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თუმცა მცირე პერსპექტივა არსებობს იმისა, რომ მათ თიურინგიაში მთავრობის ჩამოაყალიბება შეძლონ.

რაც შეეხება მეზობელ, უფრო მჭიდროდ დასახლებულ საქსონიის მიწას, აქ „ალერნატივა გერმანიისთვის“ მეორე ადგილზე გავიდა.

ARD-ის ეგზიტპოლის თანახმად, „ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს“ ხმების 31,8 პროცენტი აქვს, ხოლო პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“ – 30,7 პროცენტი. მესამე ადგილზეა მემარცხენე პარტია „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“, რომელსაც ხმების 12 პროცენტი აქვს.

ბოლო სიახლეები