spot_img
Wednesday, December 25, 2024
7.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება – ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად...

ემანუელ მაკრონისა და ოლაფ შოლცის განცხადება – ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით

ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებული ვართ საქართველოში შექმნილი მდგომარეობით, – ამის შესახებ აღნიშნულია საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონისა და გერმანიის ფედერალური კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც მაკრონი Facebook-ში ავრცელებს.

„ჩვენი ორივე ქვეყანა იყო საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებით.

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“, – აღნიშნულია მაკრონისა და შოლცის ერთობლივ განცხადებაში.

ბოლო სიახლეები