spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი: ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს მმართველი პარტიის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში შეტანის გამო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს.

„ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული, რომ საქართველოს პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი საქართველოს ჩამოაცილებს ევროპის გზას და დააზარალებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც აუმჯობესებენ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ მიჰყვეს ევროკავშირის მისწრაფებებს“, – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი, რომლის კომენტარს საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები