spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარითავდაცვასაქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან გაცნობით შეხვედრებს მართავს. ირაკლი ჩიქოვანმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. მინისტრმა სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის, ასევე გაწეული პრაქტიკული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები მიმოიხილეს და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს მნიშვნელოვანი წვლილიც. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

ბოლო სიახლეები