spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკარობინ დანიგანი: 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების...

რობინ დანიგანი: 32 წლის განმავლობაში, საქართველოსთვის ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით გაწეული

საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები, ამ 32 წლის განმავლობაში, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საქართველოს პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

„ჩემი, როგორც ელჩის მოვალეობაა, საქართველოსთან გავაღრმაოთ ურთიერთობები და პარტნიორობა. როდესაც იყო ტრაგიკული ანექსიის დღე წითელი არმიის მიერ, კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ საქართველოს არც ერთი ქვეყანა არ უჭერს მხარს ისე მყარად, როგორც შეერთებული შტატები. ამ 32 წლის განმავლობაში, ექვს მილიარდ დოლარზე მეტი გვაქვს დახმარების სახით საქართველოსთვის გაწეული. ეს პარტნიორობა ორივე ქვეყნისთვის ხელსაყრელია. ის ქართველები, ვისაც შევხვედრილვარ, ვისი ცხოვრებაც შეიცვალა ამ პარტნიორობით, ძალიან ბევრი შემხვედრია ასეთი – ოფიცერი, მესაზღვრე, სამხედრო, ბევრი პროფესორი, სტუდენტი, ფერმერები, მცირე ბიზნესების წარმომადგენლები. შეერთებულმა შტატებმა ხელი შეუწყო საქართველოს თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. მოვამზადეთ საქართველოს მესაზღვრეები, 1 600-მა ადამიანმა ისარგებლა სამხედრო განათლებით აშშ-ში. საქართველო აღვჭურვეთ ნატო-სთან თავსებადი აღჭურვილობებით. აშშ არის, თუ ერთადერთი არა, ერთ-ერთი ყველაზე მყარი მხადამჭერი საქართველოსი“, – განაცხადა დანიგანმა.

ბოლო სიახლეები