spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ირაკლი კობახიძემ კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით კოჯორში იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მთავრობის მეთაური მემორიალთან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან; ვიცე-პრემიერთან, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანთან; თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით დროშები დაეშვა ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ საქართველოს პარლამენტის დადგენილებით არის გამოცხადებული.

ბოლო სიახლეები