ნინოწმინდის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გამართულ კონკურსში ქალაქ ნინოწმინდის №1, №2, №5, დიდი გონდრიოს, განძის №2, ეშტიის №2, დიდი ხანჩალისა და ოროჯალარის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა თოვლისგან სხვადასხვა თემატიკის ფიგურები გააკეთეს.
გამოფენა-კონკურსი ნინოწმინდის კულტურის სახლის ეზოში გაიმართა.
გამოვლინდნენ შემდეგი გამარჯვებულები:
I ადგილი – ქალაქ ნინოწმინდის №3 სკოლა
II ადგილი – განძის №2 საჯარო სკოლა
III ადგილი – გონდრიოს საჯარო სკოლა
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები და დიპლომები გადასცა.