spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიბიზნესირომან გოცირიძე: „საქართველოს ბანკმა“ რუსი-სომეხი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის ბანკი 303 მილიონ აშშ...

რომან გოცირიძე: „საქართველოს ბანკმა“ რუსი-სომეხი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის ბანკი 303 მილიონ აშშ დოლარად იყიდა

„საქართველოს ბანკმა“ იყიდა რუსი-სომეხი ბიზნესმენის, რუბენ ვარდანიანის ბანკი, რომელიც ახლა დაპატიმრებულია აზერბაიჯანის მიერ, რომელიც ასევე ბოლო ხანებში იყო მთიანი ყარაბახის სახელმწიფო მინისტრი. ოთხი წლის წინ პუტინმა თხოვნით მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტს ვარდანიანის განთავისუფლების შესახებ.  ფაქტია, „საქართველოს ბანკის“ გადაწყვეტილება ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების გარეშე ვერ მოხდებოდა. ამ საკითხს სჭირდება მეტი გამჭვირვალობა, რადგან „საქართველოს ბანკმა“ სომხური ბანკის შესყიდვაში 303 მილიონი დოლარი გადაიხადა და ამ ბანკის რუსული კავშირებიც არავისთვისაა საიდუმლო“, – წერს საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე „ფეისბუქში“.

ბოლო სიახლეები