spot_img
Monday, December 23, 2024
6.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკასალომე ზურაბიშვილი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა...

სალომე ზურაბიშვილი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა – იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს – ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული

თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ დროა საქართველომ ეს გამოცადოს) ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და [ქვეყნის] ერთად მართვა., – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ევრაქტივთან“ (EURACTIV) ინტერვიუში განაცხადა.

„გვესმის, რომ რა ქმედებები განხორციელდება არჩევნებამდე და როგორ ჩატარდება, ეს ორივე ძალიან მნიშვნელოვანი იქნება გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შემდგომი ნაბიჯის გადასადგმელად. გეგმაა, დავეწიოთ ასოცირებული ტრიოს ორ პარტნიორს, უკრაინასა და მოლდოვას.

თუ ევროკომისიის მოცემული გზამკვლევის, ცხრა რეკომენდაციის შესაბამისად შედეგი დაიდება, ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება. მე მოვუწოდებ სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას, მათ შორის, სამთავრობო პარტიას, შეეცადონ, წარმოადგინონ ერთიანი ფრონტი ამ საკითხზე და შექმნან ევროპული პლატფორმა, რომელსაც ყველა შეუერთდება – როგორ ვაპირებთ, ვუპასუხოთ ამ რეკომენდაციებს და რა ვადებში“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეკითხვაზე – როგორ აპირებს მთავრობაზე ზეწოლას ევროკავშირის რეფორმების რეკომენდაციების განსახორციელებლად, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება პოლარიზაციას, რომელიც ერთ-ერთ მთავარ საკითხადაა განსაზღვრული, – სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:

„ამ მხრივ მე არ ვარ შეწუხებული, რადგან არავინ იცის, როგორ შეამციროს პოლარიზაცია, არცერთმა ევროპულმა ქვეყანამ, არც ამერიკამ.

გარკვეულწილად, ეს ასევე დამოკიდებული იქნება არჩევნების შედეგზე. თუ არ იქნება მკაფიო უმრავლესობა და გვეყოლება კოალიციური მთავრობა (იქნებ, დროა, საქართველომ ეს გამოცადოს), ეს იქნება პოლარიზაციის დასასრული, რადგან ჩვენ მოგვიწევს, ვისწავლოთ ერთმანეთთან მუშაობა და ქვეყნის ერთად მართვა.

მაგრამ არსებობს რეკომენდაციები, რომლებსაც უნდა მივყვეთ. ისევ და ისევ უპირველესი პასუხისმგებლობა მთავრობასა და პარლამენტს ეკისრება. ჩვენ ვნახავთ, რის გაკეთებას აპირებენ უახლოეს თვეებში, რადგან ეს ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს“.

კიდევ ერთ შეკითხვაზე – დეოლიგარქიზაცია კიდევ ერთი აქტუალური საკითხია. ევროპელი ოფიციალური პირები ასევე შეშფოთებულები არიან ბატონი ივანიშვილის დაბრუნებით: ღელავთ, რომ ამან შეიძლება შეაფერხოს თქვენი ევროკავშირში გაწევრიანების შანსები?ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

„ის [ივანიშვილი] აღარ არის [პოლიტიკურ] სპექტრს მიღმა, რადგან ის ისევ პოლიტიკურ პარტიაშია, ასე რომ, ეს ყველაფერი ნათელია. გარკვეულწილად, უკან დაბრუნებით ის იღებს პასუხისმგებლობას წინა პოლიტიკაზე და იმაზეც, რაც უახლოეს თვეებში მოხდება“.

ბოლო სიახლეები