spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარისპორტიქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

ქართველმა მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა

კალიფორნიაში „UFC 298“-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონაში ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი ამერიკელ ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდა და მეტოქე სამრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

მერაბ დვალიშვილს შერეულ ორთაბრძოლებში უკვე 21 ბრძოლა აქვს გამართული, რომელთაგანაც 17 მოიგო, ოთხში კი დამარცხდა. რაც შეეხება ჰენრი სეხუდოს, ის „UFC“-ის ორი წონის ყოფილი ჩემპიონი და თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ოქროს მედლის მფლობელია.

დღეს „UFC 298“-ის ღონისძიებაზე იბრძოლებს კიდევ ერთი ქართველი, ილია თოფურია, რომელიც საჩემპიონატო ქამრისთვის ქვემსუბუქი წონის მოქმედ ჩემპიონ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

ბოლო სიახლეები