spot_img
Monday, December 23, 2024
11.8 C
Tbilisi
მთავარიჯანმრთელობაახალქალაქში, ხულოში, დუშეთში, საგარეჯოში, ყვარელში, სენაკში, მარტვილში, წალენჯიხაში, ტყიბულსა და ჭიათურაში...

ახალქალაქში, ხულოში, დუშეთში, საგარეჯოში, ყვარელში, სენაკში, მარტვილში, წალენჯიხაში, ტყიბულსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა

საქართველოს მასშტაბით, 2024 წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს, მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი, ყოველდღიურად, მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები,  ყოველდღიურად, 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება, ჯანდაცვის სამინისტრომ, 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება, ამავე წელს, ეტაპობრივად, ამოქმედდა  მესტიაში,  ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში.

უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე,  კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება.

ინფორმაციას საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები