„ნახეთ რეები ხდება? მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი ჩემთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, ხოლო ევროპის ყველაზე დიდი პარტიული გაერთიანება თავის ყრილობაზე მიწვევს. რით ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ კრიმინალი ვარ და დილეგში ჩუმად უნდა ვიჯდე. ე, ბიჭო, სოზარ სუბარი მაინც დააკონტაქტეთ ამ ხალხს, რათა ცოტა ჭკუაზე მოიყვანოს და გააგებინოს, რომ მაგრად მიქარავენ“, – წერს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“.