spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებივანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ვანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დილიდანვე ადგილზე იმყოფება ვანის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე გოგორიშვილი და მერის პირველი მოადგილე გოჩა ჭუბაბრია და პირადად უწევენ მეთვალყურეობას სამუშაოების მიმდინარეობას.

მიმდინარე წლის 6 თებერვალს ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად რთული ვითარება შეიქმნა ვანის მუნიციპალიტეტში. უხვი ნალექის გამო ადიდდა მდინარეები; ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა და დააზიანა 232 საცხოვრებელი სახლი, მოთხარა მრავალწლოვანი ხეები და დააზიანა ინფრასტრუქტურა.

სხვადასხვა სახის დაზიანების შესახებ ზარი შემოდის მერიის ცხელ ხაზზეც, რასაც სამაშველო და გადაუდებელი სამსახურის მყისიერი რეაგირება მოჰყვება. მოქალაქეები მუდმივ კონტაქტზე არიან ასევე მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში. ამ დროისთვის კეთდება ყველაფერი, რისი შესაძლებლობაც არის ამინდის გათვალისწინებით; გაიწმინდა გზები წაქცეული ხეებისგან და მოსახლეობა შეფერხების გარეშე გადაადგილდება.

ვანის მუნიციპალიტეტს სადენების დაზიანების გამო, დილიდან არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, თუმცა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების შემდეგ ეტაპობრივად ხდება მოსახლეობისთვის დენის მიწოდება. რაც შეეხება ბუნებრივ აირს, შეუფერხებლად მიეწოდება მთელ მუნიციპალიტეტს

ინტენსიური სამუშაოები გამოდარებისთანავე გაგრძელდება.

ინფორმაციას ვანის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები