spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებები სოფლებში - გოკიოში, ალასტანსა და...

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში კრებები სოფლებში – გოკიოში, ალასტანსა და ვარევანში გაიმართა

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024“-ის ფარგლებში შეხვედრები მიმდინარეობს. დღეს სოფლის კრებები სამ სოფელში: გოკიო, ალასტანსა და ვარევანში გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი, მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს ეყარა კენჭი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2024″ მოსახლეობას საშუალებას აძლევს თავად გადაწყვიტონ კონკრეტულად რა ინსფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის გამოიყენებს მათი ადმინისტრაციული ერთეულისთვის გამოყოფილ თანხას.

საკონსულტაციო კრება მუნიციპალიტეტის ყველა სიფელში გაიმართება და “სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მოსახლეობის საერთო აზრის გათვალისწინებით შესრულდება.

ინფორმაციას და ფოტომასალას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები