spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები, ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია

მიხეილ სააკაშვილი: იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები, ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია

„გამოქვეყნდა სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა. მანამდე ევროპის წამების პრევენციის კომიტეტმა პრაქტიკულად დაასკვნა, რომ იმ პირობებში, სადაც მე ვიმყოფები ჩემი განკურნება რეალურად შეუძლებელია. მაგრამ მთავარი ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა.

როცა საქართველოში მოვდიოდი, ვიცოდი რომ სიცოცხლეს საფრთხეში ვიგდებდი. მთავარია ის უსამართლობა, რომელიც ხდება ჩემს და უამრავი სხვა ადამიანის თავს. ყველაზე მეტად ის არ მინდა, რომ ადამიანები შეეგუონ ამ უსამართლობას. ყველაზე მეტად იმ ხალხის არ მესმის, ვინც ამბობს „პრეზიდენტი იყო და ალბათ რაღაცას დააშავებდა“. მე არ დამიშავებია არაფერი რაშიც მადანაშაულებენ!

მე ჩვენი ხალხის უმრავლესობის და ზოგადად, ისტორიული სამართლიანობის განცდის იმედზე ვრჩები. სანამ პირში სული მიდგას არც ერთი წამი არ შევწყვეტ ბრძოლას, სწორედ ისტორიული სამართლიანობისთვის და ქართველებისა და უკრაინელების უკეთესი მომავლისთვის.

მე ყველაფერი გადავდე ამ ბრძოლისთვის, ძალიან კომფორტული და პატივისცემით გარშემორტყმული გარემო, ჩემი პირადი ცხოვრება იმიტომ, რომ ვგრძნობდი რომ არ შემეძლო გვერდიდან მეყურებინა ქართველი ხალხის მძიმე მდგომარეობისა და იმის, თუ როგორ ნადგურდება საქართველო. გავიარე ყველანაირი დაცინვა, მოწამვლა, ხერხემლის დაზიანება და მაინც არ ჩამოვუშვი ხელები.

სინამდვილეში, ჩვენ ძალიან ბევრი, აბსოლუტური უმრავლესობა ვართ! მთავარია დავინახოთ ერთმანეთი, ვირწმუნოთ ჩვენი ძალები, არავის მივცეთ საშუალება გადაგვიაროს და მოგვსპოს. ჩვენ გავიმარჯვებთ!“- წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბოლო სიახლეები