spot_img
Sunday, June 8, 2025
26.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზები თოვლისგან იწმინდება

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.

ახალციხე-ახალქალაქის დამაკავშირებელ საავტომობილო მაგისტრალზე ყველა სახის ტრანსპორტის გადაადგილება ნებადართულია.

მობილიზებულია სპეცტექნიკა, იწმინდება, როგორც ცენტრალური, ისე სოფლებამდე მისასვლელი გზები, ქალაქში კი იყრება ტექნიკური მარილი.

ამ დროისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით გადაადგილება შეუფერხებლად არის შესაძლებელი.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები