spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლებაგიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

გიორგი ამილახვარმა არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა გამართა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, აბდულლა ნასსერ ლუთასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების გზები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაძლიერების საკითხებს.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კაბინეტის საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონკურენტუნარიანობისა და ცოდნის გაცვლის საკითხებში გიორგი ამილახვარს არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერის სახელით გადასცა მოსაწვევი მმართველობის საკითხებზე მსოფლიო სამიტზე დასასწრებად, რომელიც 12-14 თებერვალს დუბაიში გაიმართება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამიტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას, რომელიც მეტად შეუწყობს ხელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პარტნიორობის განმტკიცებას. აბდულლა ნასსერ ლუთამ მადლობა გადაუხადა გიორგი ამილახვარს თანამშრომლობისთვის და ერთობლივი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების განხორციელების მზაობა გამოხატა.

ინფორმაციას და ფოტომასალას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო სიახლეები