spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიგანათლება2024 წლის 1 იანვრიდან ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაფინანსების წესი იცვლება

2024 წლის 1 იანვრიდან ქართულენოვანი და არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაფინანსების წესი იცვლება

GUARDIANGE-ის ფოტოზე: ქ.ახალქალაქის №2 რუსული საჯარო სკოლის მოსწავლეები

საქართველოს მთავრობის დადგენილება №541

„ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ზოგადი განათლების დასა­ფი­ნა­­ნ­სე­ბ­ლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მი­­სი შე­სა­ბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/09/2015, 430210000.10.003.018862) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების პირველი მუხლის:

1. მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისაზღვრება:

ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.81-ით;

ა.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.50-ით;

ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.80-ით;

ა.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.46-ით;

ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.77-ით;

ა.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.37-ით;

ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.74-ით;

ა.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.32-ით;

ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.73-ით;

ა.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.23-ით;

ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.69-ით;

ა.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.22-ით;

ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 1.71-ით;

ბ.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.44-ით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 1.70-ით;

ბ.ბ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.39-ით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1.66-ით;

ბ.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.32-ით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1.62-ით;

ბ.დ​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.26-ით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 1.60-ით;

ბ.ე​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.18-ით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.59-ით;

ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.17-ით;

გ) საჯარო სკოლის  მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.12-ით;

გ.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 2.90-ით;

გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.11-ით;

გ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 2.88-ით;

გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.05-ით;

გ.გ​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 2.79-ით;

გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.04-ით;

გ.დ​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 2.72-ით;

გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.03-ით;

გ.ე​​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 2.63-ით;

გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 1.99-ით;

გ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 2.62-ით.

4. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავლეზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესაბამისი კოეფიციენტის ნამრავლით და დამტკიცდეს შემდეგი ოდენობით:

ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ა.ა) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 543 ლარით;

ა.ა​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 750 ლარით;

ა.ბ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 540 ლარით;

ა.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 738 ლარით;

ა.გ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 531 ლარით;

ა.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 711 ლარით;

ა.დ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 522 ლარით;

ა.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით;

ა.ე) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 519 ლარით;

ა.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 669 ლარით;

ა.ვ) ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 507 ლარით;

ა.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე ქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 666 ლარით;

ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით:

ბ.ა) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 513 ლარით;

ბ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 732 ლარით;

ბ.ბ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,  რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 510 ლარით;

ბ.ბ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 717 ლარით;

ბ.გ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 498 ლარით;

ბ.გ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 696 ლარით;

ბ.დ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის,, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 486 ლარით;

ბ.დ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 678 ლარით;

ბ.ე) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 480 ლარით;

ბ.ე​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 654 ლარით;

ბ.ვ) არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 477 ლარით;

ბ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე არაქართულენოვანი საჯარო სკოლებისათვის/სექტორებისთვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 651 ლარით;

გ) საჯარო სკოლების მე-9-დან მე-12 კლასის ჩათვლით:

გ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 636 ლარით;

გ.ა​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-იდან 205 მოსწავლის ჩათვლით – 870 ლარით;

გ.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 633 ლარით;

გ.ბ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 206-იდან 299 მოსწავლის ჩათვლით – 864 ლარით;

გ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 615 ლარით;

გ.გ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 300-იდან 530 მოსწავლის ჩათვლით – 837 ლარით;

გ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 612 ლარით;

გ.დ​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 531-იდან 735 მოსწავლის ჩათვლით – 816 ლარით;

გ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 609 ლარით;

გ.ე​​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 736-იდან 1269 მოსწავლის ჩათვლით – 789 ლარით;

გ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 597 ლარით;

გ.ვ​1) მაღალმთიან დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა აღემატება 1269 მოსწავლეს – 786 ლარით.“.

საქართველოს მთავრობის დადგენილება №541, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს ხელს, სრულად იხილეთ ბმულზე.

ბოლო სიახლეები