spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკალევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური საბჭოს გაფართოების შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯოდმარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მე ამ კონკრეტული ინიციატივით, დღეს, 4 საათზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს მივმართავ, რაც გულისხმობს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გაფართოებას პრეზიდენტ სააკაშვილის, „გამარჯვების კოალიციის“ ლიდერის ინიციატივის შესაბამისად“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა და დაამატა, რომ პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრები, ვინც მიხეილ სააკაშვილის მანიფესტს შეუერთდებიან, მათ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში დააბრუნებენ.

„კიდევ ერთხელ მინდა შევთავაზო ყოფილი პოლიტიკური საბჭოს წევრებს: ყველა ის ადამიანი, ვინც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ საბჭოში და შეუერთდება პრეზიდენტ სააკაშვილის მანიფესტს, მივიღებთ გადაწყვეტილებას ეს ადამიანები იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოში და წარმოადგინონ „ნაციონალური მოძრაობა“, – თქვა ხაბეიშვილმა.

მანამდე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და თავმჯდომარის პოსტიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

„სამწუხაროდ, ბოლო 10 თვის განმავლობაში პარტიის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილისა და მოქმედი მენეჯმენტის მიერ გადაიდგა მთელი რიგი არასწორი ნაბიჯები, რომელიც არ ემსახურებოდა პარტიის ერთიანობას და მის გაძლიერებას, რამაც პარტიაში გამოიწვია მძიმე პოლიტიკური კრიზისი. მოახლოებული 2024 წლის გადამწყვეტი საპარლამენტო არჩევნების წინ, რუსულ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლისა და ერთიანი ძალებით მოქმედებისათვის, როგორც დროებითი ღონისძიება, აუცილებლად მიგვაჩნია პარტიაში მოხდეს სრული გადატვირთვა და პარტია გადავიდეს საგანგებო რეჟიმზე. კერძოდ: 1. დაუყოვნებლივ გადადგეს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, შეუწყდეს უფლებამოსილება არადემოკრატიული წესით შექმნილ პოლიტსაბჭოს და შეიქმნას გადაწყვეტილების მიმღები მმართველი ორგანო ე.წ. „თანხმობის საბჭო“ (და არა საკონსულტაციო საბჭო), რომლის უფლებამოსილებებში გაერთიანდება პარტიაში მოქმედი პოლიტსაბჭოს, სამდივნოსა და თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 2. „თანხმობის საბჭო“ დაკომპლექტდეს პარიტეტული პრინციპით, რომელიც ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებს მაღალი ლეგიტიმაციით; 3. უახლოეს პერიოდში მოწვეულ იქნეს პარტიის ყრილობა, რომელზეც მოხდება „საბჭოს“ დამტკიცება და შესაბამისი ცვლილებების შეტანა პარტიის წესდებაში, როგორც დროებითი ღონისძიება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით“, – ნათქვამია განცხადებაში.

უფრო ადრე, 28 ნოემბერს საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკრებულოებში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრებმა განცხადებები გაავრცელეს, სადაც პარტიის თავმჯდომარეობიდან ლევან ხაბეიშვილის გადადგომა მოითხოვეს.

 

ბოლო სიახლეები