spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკა„ჩვენ ამაყად ვუწოდებთ აფხაზეთს ჩვენს სამშობლოს“ - ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის ...

„ჩვენ ამაყად ვუწოდებთ აფხაზეთს ჩვენს სამშობლოს“ – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სომეხი ეროვნების დეპუტატები ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სომეხი ეროვნების დეპუტატები სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიის, აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის სომხური წარმოშობის დეპუტატებმა, აშოტ მინოსიანმა, გალუსტ ტრაპიზონიანმა, ერიკ რშტუნიმ, ლევონ გალუსტიანმა განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება – რომლითაც სრულად და ცალსახად არის მხარდაჭერილი საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიულ მთლიანობა – არის დემარში აფხაზეთის წინააღმდეგ.

„შევახსენებთ ბატონ ფაშინიანს, რომ დამოუკიდებელ აფსნიში 42 ათასი სომეხი ეროვნების მოქალაქე ცხოვრობს და მკვიდრებმა შექმნეს ყველა პირობა ჩვენი მშობლიური ენის შესასწავლად, წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შენარჩუნებისთვის. ჩვენ ამაყად ვუწოდებთ აფხაზეთს ჩვენს სამშობლოს. სომხეთს, რა თქმა უნდა, შეუძლია მხარი დაუჭიროს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ აფხაზეთის სუვერენულ რესპუბლიკას არაფერი ამასთან საერთო არ აქვს. უკვე 30 წელია, ჩვენი მრავალეროვნული ხალხი აშენებს საკუთარ სახელმწიფოს. და ფაშინიანისგან განსხვავებით, აფხაზეთში არ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხალხის არჩევანს ეჭვქვეშ დააყენებენ და კალმის ერთი მოსმით მოახდენენ ლიკვიდირებას ქვეყნისა, რომელიც შვილების სისხლით არის მოპოვებული“, – ნათქვამია სომეხი ეროვნების ე.წ. დეპუტატების განცხადებაში.

 

ბოლო სიახლეები