„ხაბეიშვილმა ახლა „ფორმულას“ ეთერში რაც გააკეთა, მაგას ჰქვია საჯაროდ კიკუს პოზაში ჩადგომა. თავმჯდომარედ კი არა, ნაცნობადაც ვერ ვიგუებ. პოლიტიკურ სივრცეში რაც ვერ ქნა, ვერც ოფისში, ვერც ყრილობაზე, ის გააკეთა (თუ ვერც გააკეთა, მგონი ისე დაიშალნენ ეგეც ვერ გაარკვიეს) კვიპროსის კლუბის თბილისის საკონსულოდ ქცეულ სატელევიზიო სტუდიაში“, – წერს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ყოფილი გენერალური პროკურორი მურთაზ ზოდელავა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ფორმულას“ პირდაპირ ეთერში მოაწერა ხელი ფურცელს, რომელზეც ეწერა, რომ ნიკა მელია პარტიის წევრი აღარ არის, და თქვა, რომ მელია არ წარმოადგენს „ნაციონალურ მოძრაობას“.