spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარირეგიონებიახალქალაქს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა

ახალქალაქს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა

ახალქალაქში, თავისუფლების ქუჩაზე, 9 აპრილის მემორიალის ტერიტორიაზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობა დასრულდა.

პროექტის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო – დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონი, ქვაფენილი, ველო ბილიკი, ბორდიურები, ლედ-განათებები, მწვანე გაზონი, შადრევანი, რკინის ღობე, ტერიტორიაზე განთავსდა სკამები და ნაგვის ურნები. ახალ სკვერში დაირგო მწვანე ნარგავებიც.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერმა მელქონ მაკარიანმა, მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძესთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილზე დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოები შეაფასა.

ახალქალაქს კიდევ ერთი ახალი სკვერი შეემატა

მელქონ მაკარიანის თქმით, სკვერის აღდგენამ მნიშვნელოვნად შეცვლა თავისუფლების ქუჩის იერსახე და გაალამაზა გარემო.

სკვერი ერთ-ერთი მთავარი რეკრეაციული ზონა გახდა ახალქალაქელების გართობისა და დასვენებისთვის.

სამუშაოები შპს “კ-კომპანიმ” აწარმოა და მისი სახელშეკრულებო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარზე მეტია.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

ინფორმაციას ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბოლო სიახლეები