spot_img
Tuesday, December 24, 2024
8.8 C
Tbilisi
მთავარისაზოგადოებამეუფე ნიკოლოზი: იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე თვითონ, დამოუკიდებლად...

მეუფე ნიკოლოზი: იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე თვითონ, დამოუკიდებლად ჩაატარა სინოდის სხდომა

„სინოდის სხდომა თავიდან ბოლომდე ჩაატარა პატრიარქმა, ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, უშუალოდ მან დააყენა, ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი. ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არა მარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას, – განუცხადა ჟურნალისტებს ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) და პატრიარქის გადადგომის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ „ეს არასდროს მოხდება“.

მისი თქმით, სინოდის სხდომაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი სასაზღვრო ზოლში არსებულ ეპარქიებს ეხებოდა.

„სინოდის სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე კი არ იყო ლაპარაკი, არამედ სასაზღვრო ეპარქიებზე. ზოგი ეპარქიის ტერიტორია ოკუპირებულია, ზოგის – არა, ჩემი ეპარქიაც სასაზღვრო ზოლშია. ცხადია, მეუფე ისაიამ თავისი ეპარქიის ოკუპირებულ ნაწილზე მოგვიყვა. ძირითადად არის ახალგორის რაიონი და მოგვიყვა პრობლემების შესახებ, კომუნიკაციის პრობლემაზე, რადგან იქ ოკუპანტების მიერ საშვებია შემოღებული, რომლის მიღებაც საქართველოს მოქალაქეებისთვის სირთულესთან არის დაკავშირებული. მაგალითად, მეუფე ისაიას არ აქვს საშუალება, კომუნიკაცია ჰქონდეს თავის მრევლთან, მიუხედავად იმისა, რომ დედათა მონასტერია ახალგორში. მოგვიყვა, რა ვითარებაა ზოგადად, მრევლთან, ტაძრებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში, ჩვენს ნაგებობაზე არ ვლაპარაკობთ, ვსაუბრობთ ეკლესიის ცოცხალ ნაწილზე. როგორი იქნება სინოდის განჩინება, დასკვნა, ეს ვერსია ცოტა ხანში გამოქვეყნდება და წაიკითხავთ“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა და დაამატა, რომ იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე თვითონ, დამოუკიდებლად ჩაატარა სხდომა.

„სინოდის სხდომა თავიდან ბოლომდე ჩაატარა პატრიარქმა, ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ განვიხილეთ, უშუალოდ მან დააყენა, ყველა საკითხზე გამოთქვა თავისი აზრი. ჩვენთვის ეს იყო ძალიან დიდი საჩუქარი, გამხნევება, რომ მიუხედავად ჯანმრთელობის მდგომარეობისა, პატრიარქი აბსოლუტურად ზუსტად წარმართავს არა მარტო სინოდის სხდომას, არამედ ეკლესიის მართვა-გამგეობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი. ის, რომ იშვიათად ტარდება სინოდის სხდომა – ამასწინათ იყო სინოდის სხდომა, მაგრამ მანამდე დიდხანს არ იყო – გარკვეულწილად ეს პატრიარქის ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული. გახსოვთ, წინა სხდომა რამდენიმე საათით გვიან დაიწყო. დღეს იყო ძალიან დიდი სიხარული, რომ პატრიარქმა თავიდან ბოლომდე თვითონ, დამოუკიდებლად ჩაატარა სხდომა. ფაქტია, ეს არის ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად საღად მართავს ეკლესიას. ალბათ დღევანდელი სინოდის სხდომიდან ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი“, – განაცხადა მეუფე ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა.

შეკითხვაზე, სინოდის სხდომაზე საუბარი ხომ არ ყოფილა პატრიარქის გადადგომის შესახებ, მეუფე ნიკოლოზმა ასე უპასუხა:

„გირჩევთ ყველას, ჟურნალისტებს, ჩვენს მსმენელებს, არასდროს გაიმეოროთ მეტი პატრიარქის გადადგომის შესახებ. ერთი მხრივ, ეს ძალიან უხერხულია და, მეორე მხრივ, პირდაპირი შეტევაა პატრიარქზე. თავდასხმაა პატრიარქზე, როცა აკლებულია მედია ამ ინფორმაციით. პირდაპირ გეუბნებით, ამ თემაზე ლაპარაკი არის შეტევა პატრიარქზე. ეს არის პატრიარქის მიმართ რეკომენდაცია საზოგადოების სახელით, ოღონდ საზოგადოებას სულაც არ უნდა ეს. ამიტომ გირჩევთ, არასდროს გაიმეოროთ ეს. არასდროს მოხდება, რომ პატრიარქი გადადგეს. ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ, ეს არ მოხდება“.

ბოლო სიახლეები