spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს მას ჰყავს ასეთი...

ირაკლი ღარიბაშვილი: უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს მას ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს

მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან კახეთში, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი.

„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ განსაკუთრებით გვახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში და ზოგადად ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნების სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში. მე უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, რომ უნგრელ ხალხს გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები