spot_img
Thursday, December 26, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიპოლიტიკაირაკლი ღარიბაშვილი: დღეს შევიკრიბეთ ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის...

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს შევიკრიბეთ ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში – ბატონ პრემიერ-მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით, იგი იყო მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი

დღეს შევიკრიბეთ, აქვე მიდნა აღვნიშნო, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით, იგი იყო მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფვოდა საქართველოს ევროპისკენ დაახლოებისენ.

„დღეს შევიკრიბეთ, აქვე მიდნა აღვნიშნო, ამ ისტორიულ ადგილას, ჩვენი დიდი მეფის, ერეკლე მეორის სასახლეში. ბატონ პრემიერ მინისტრს ვუთხარი, რომ ჩვენი მეფე იყო გამორჩეული თავისი ნიჭით, იგი იყო მიჩნეული, როგორც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სტრატეგი, დიდი მხედართმთავარი, რეფორმატორი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, მოდერნიზაციას. მეფე ერეკლე ყოველთვის ისწრაფვოდა ჩვენი ქვეყნის ევროპისკენ დაახლოებისენ. აქვე მინდა აღვნიშნო და ამის თაობაზე ვუთხარი ბატონ პრემიერ მინისტრს, რომ არსებობს კონკრეტული ფაქტები და ისტორიული დოკუმენტები, როცა თავის დროზე, ჩვენი მეფე უგზავნიდა ევროპელ მონარქებს, მიმართავდა თხოვნით, იქნებოდა ეს ფინანსური დახმარება, თუ სამხედრო დახმარება და ზოგადად მისი მთავარი მოტივაცია იყო ჩვენი ქვეყნის დაკავშირება ევროპასთან და დაახლეობა ევროპასთან, სამწუხაროდ მაშინ, ევროპელი მონარქების მხრიდან ნაკლები ყურადღება ექცეოდა საქართველოს და ფაქტიურად, უყურადღებოდ იყო დარჩენილი საქართველო, მაგრამ დღეს ჩვენ ამაყად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გვაქვს ძლიერი მხარდაჭერა ნამდვილი ევროპელი ლიდერების, ისეთი, როგორიც არის ბატონი ვიქტორ ორბანი და სწორედ ამიტომ, ჩვენი სურვილი იყო, გარდა იმისა, რომ რა თქმა უნდა ჩვენ გვიხარია ბატონი ორბანის სტუმრობა, ასევე გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა ჩვენი ისტორიული მხარე, კახეთი, ღვინის სამშობლო და კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ვიქტორ ორბანს მადლობა გადავუხადო, მას და მის მთავრობას სტუმრობისთვის, მხარდაჭერისთვის და მეგობრობისთვის. დიდი მადლობა“, – განაცხადა პრემიერმა.

ბოლო სიახლეები