spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაპრემიერ-მინისტრი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტს, ფილიპ გუიტარდს შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობა ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით. კომპანია საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.

ფრანგული კომპანია Veolia group-ი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით მუშაობს. ვეოლია ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 220,000 თანამშრომელი ჰყავს. 2022 წელს კომპანიამ 111 მილიონი მოსახლე უზრუნველყო სასმელი წყლით, 97 მილიონი მოსახლე − სანიტარული მომსახურებით, გამოუშვა 44 ტერავატ საათი ელექტროენერგია და ამოიღო 61 მილიონი ტონა ნარჩენი.

ბოლო სიახლეები