spot_img
Tuesday, December 24, 2024
2.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიოილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა დაასრულა კონფლიქტი, შეინარჩუნა თავისი ღირსება და აღადგინა საერთაშორისო სამართალი

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა დაასრულა კონფლიქტი, შეინარჩუნა თავისი ღირსება და აღადგინა საერთაშორისო სამართალი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ასტრონავტების 74-ე საერთაშორისო კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დღეს შეგვიძლია, რომ სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გამოცდილება ძალიან უნიკალური და განუმეორებელი მოვლენაა, რადგან აზერბაიჯანმა დაასრულა კონფლიქტი, შეინარჩუნა თავისი ღირსება და აღადგინა საერთაშორისო სამართალი.

„დღეს ჩვენ შეგვიძლია, სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის ეპოქაში შევიდეთ. ეს ჩვენი აზრია. თანამშრომლობა, ორმხრივად მომგებიანი პროექტები, ორმხრივი სარგებელი – ამ ყველაფერს ჩვენ დღეს ვაჩვენებთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ მიუმხრობლობის მოძრაობაში აზერბაიჯანის თავმჯდომარეობის გახანგრძლივება ქვეყნის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერის გამოვლინებაა.

ბოლო სიახლეები