spot_img
Monday, December 23, 2024
3.8 C
Tbilisi
მთავარიმსოფლიომაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

მაროკოში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა

მაროკოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალურ მაროკოში 8 სექტემბერს გვიან ღამით მომხდარი ძლიერი, 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 2 000-ს გადააჭარბა, დაახლოებით ამდენივე ადამიანია დაშავებული, რომელთაგან 1 400-ს სერიოზული დაზიანებები აქვს მიღებული.

განმეორებითი ბიძგების შიშის გამო, მიწისძვრიდან მეორე ღამეს მაროკოელთა დიდმა ნაწილმა ქუჩებში დარჩენა და იქ ძილი არჩია.

დაღუპულთა უმეტესობა ჩრდილოეთ აფრიკაში მდებარე ქვეყნის, მაროკოს მიუვალ მთიან რაიონებში, ეპიცენტრის ახლომდებარედ ცხოვრობდა.

აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, მიწისძვრა მარაკეშის სამხრეთ-დასავლეთით, 71 კილომეტრის სიღრმეში მოხდა.

ბოლო სიახლეები