spot_img
Thursday, May 8, 2025
11.8 C
Tbilisi
მთავარიეკონომიკაირაკლი კობახიძე: სავალუტო ფონდის ძალიან კარგი პროგნოზია, რომ ვიქნებით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი...

ირაკლი კობახიძე: სავალუტო ფონდის ძალიან კარგი პროგნოზია, რომ ვიქნებით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით 2029 წლის ჩათვლით

სავალუტო ფონდის ძალიან კარგი პროგნოზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიქნებით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში 2029 წლის ჩათვლით, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყნის  ეკონომიკა სწრაფი ტემპით იზრდება, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში.

„როცა გვქონდა ჩვენი საარჩევნო პროგრამის წარდგენა, მე იქაც ვაჩვენე საზოგადოებას მონაცემები, რაც ეხება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენ არა მარტო აბსოლუტურ მონაცემებში, არამედ ფარდობითადაც ვიზრდებით სხვა ქვეყნებთან შედარებით. საქართველოს ადგილს თუ ნახავთ, რომელ ადგილზე იყო ჩვენი ქვეყანა, მაგალითად მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, მთლიანი შიდა პროდუქტით 2012 წელს და სად ვართ დღეს, რამდენიმე ათეული ადგილით წავიწიეთ  წინ და ეს წინსვლა მუდმივად გრძელდება.  სავალუტო ფონდის ძალიან კარგი პროგნოზია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ვიქნებით მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით საშუალოვადიან პერსპექტივაში 2029 წლის ჩათვლით და შესაბამისად, ვიქნებით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით. რეალურად, ეს მონაცემები, რაც ახლა გამოქვეყნდა, პირდაპირ შეესატყვისება სავალუტო ფონდის მონაცემებს და მსოფლიო ბანკის საერთო მონაცემებს ეკონომიკასთან დაკავშირებით“, –  განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

 

ბოლო სიახლეები